18 ივლისს ქუთაისში +36 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +24 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +35 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +23. ბათუმში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
ფოთში დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +23 გრადუსია ნავარაუდევი. +32 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +23 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმს. დღე +32 გრადუსი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ბორჯომშიც ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი. დღისით +31 იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანია დღე ბაკურიანშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში წვიმას ვარაუდობენ, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
გურჯაანშიც ანალოგიური ამინდია. დღე +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
რუსთავში დღისით +35 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება.