ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

24
spot_img

ტაილანდში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა 15 ივლისიდან ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ტაილანდმა 60-დღიანი უვიზო მიმოსვლა 93 ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოიღო, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის განცხადებით, სავიზო პოლიტიკის განახლება მიმართულია მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად, მათ შორის, მოგზაურობის ხელშეწყობისთვის.