“მისტერ ოფშორი” დავით კეზერაშვილი მასშტაბური დამნაშავეა და კრიმინალური თანხებით ცდილობს, საქართველოში არეულობა მოაწყოს, მის მრევლში ვინც იქნება, პოლიტიკაში ვეღარ დარჩება -რატი იონათამიშვილი

16
spot_img

„მისტერ ოფშორი“ არის მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალური თანხებით ცდილობს, საქართველოში არეულობა მოაწყოს, მის მრევლში ვინც იქნება, პოლიტიკაში ვეღარ დარჩება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ეს ადამიანები კეზერაშვილისგან იღებენ დავალებებს და ფულის გამო მზად არიან, მისგან დატუქსვაც აიტანონ.

„ეს ადამიანები კეზერაშვილთან დარბიან, მისგან იღებენ დავალებებს და, როგორც ჩანს, დავალებების მიცემისას მისი მხრიდან ყურის აწევასაც აქვს ადგილი. ეს რომ მათთვის მისაღებია, კიდევ მეტად აჩვენებს მათ მორალურ სახეს. ოპოზიცია დამოკიდებულია არა მხოლოდ ამომრჩეველზე, არამედ „მისტერ ოფშორზე“ არა იმიტომ, რომ გამარჯვება, წარმატება მოიპოვოს, არამედ არჩევნების წინ ფული იშოვოს. ფულის გამო მზად არიან, კეზერაშვილისგან დატუქსვა და კუთხეში დაყენებაც აიტანონ, მიიღონ. მათ კუთხეში არა მხოლოდ კეზერაშვილი დააყენებთ, არამედ ჩვენი მოქალაქეები არჩევნებისას. „მისტერ ოფშორს“ ამერიკის მხრიდან სავიზო სანქცია აქვს. ის არის მასშტაბური დამნაშავე და კრიმინალური თანხებით ცდილობს, საქართველოში არეულობა, ქაოსი, დესტაბილიზაცია მოაწყოს. ვინც „მისტერ ოფშორის“ მრევლში იქნება, რა თქმა უნდა, ის პოლიტიკაში ვეღარ დარჩება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.