თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო დროებით წყვეტს მგზავრთა მომსახურებას. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
“თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა მომსახურება დროებით შეწყდება. ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები იმუშავებენ.
საბურთალოს ხაზზე მომსახურება ხვალ სტანდარტულ დროს, 06:00 საათზე განახლდება, პირველი ხაზი კი მგზავრთა მიღებას ჩვეული სამუშაო განრიგით უზრუნველყოფს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!” -წერია ინფორმაციაში.