„გლობალური ომის პარტიის“ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ის მიზანში ცუდად ისვრის, რადგან სხვა ვერაფერი წარმოვიდგინე ხელმოსაჭიდი, რას ნიშნავს და ვინ არიან -იაგო ხვიჩია

22
spot_img

ჩემი აზრით, „გლობალური ომის პარტიას“ აცხადებდე მთავარ საფრთხედ, რომელიც მართავს ნატო-ს, ევროკავშირს და ა.შ. და მას ასი მეტრიდან მიზანში ზუსტი სროლა არ შეუძლია, ამას ამბობდე, ერთმანეთთან საწინააღმდეგოა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია გამოეხმაურა დონალდ ტრამპზე თავდასხმასთან „გლობალური ომის პარტიის“ შესაძლო კავშირთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გაკეთებულ განცხადებებს.

„უნდა თქვან, ან დაძაბუნდა „გლობალური ომის პარტია“ და მიზანშიც კი ვერ ისვრის სწორად, ან ნატო-ს, ევროკავშირსა და ამერიკას მართავს. ამ ორიდან ერთ-ერთი უნდა იყოს სწორი. „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ის მიზანში ცუდად ისვრის, რადგან სხვა ვერაფერი წარმოვიდგინე ხელმოსაჭიდი, რას ნიშნავს და ვინ არიან. ვიცით მკვლელი, რომელიც მკვდარია და „გლობალური ომის პარტიის“ წევრია. ამის იქით უფრო მეტი უნდა გვითხრან „გლობალურ ომის პარტიაზე“, – აცხადებს ხვიჩია.