მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სროლის შედეგად დონალდ ტრამპი დაიჭრა

49
spot_img

პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა.

CNN-ის ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა განაცხადა, რომ შეიარაღებული პირი და შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი ​​ მონაწილე კი – მძიმედ დაშავდა.

ტრამპმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მას ესროლეს და ტყვია „მარჯვენა ყურის ზედა ნაწილში” მოხვდა.

საიდუმლო სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი ამჟამად უსაფრთხოდ არის.