ვერძი
ამ დღეს ძალების უჩვეულო მოზღვავებას იგრძნობთ. ამის წყალობით ადვილად გაუმკლავდებით საქმეს, რომლის დაწყებაც ადრე გეშინოდათ. ვარსკვლავების მხარდაჭერა საშუალებას მოგცემთ, ერთდროულად რამდენიმე საქმე აკეთოთ და თითქმის ყველაფერში საუკეთესო შედეგი მიიღოთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის მცირე პრობლემა. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი სიტყვები, რათა შემთხვევით, ვინმე არ შეურაცხყოთ.
კურო
ილუზიებისა და ოცნებების დღეა. ბევრი კურო ცდილობს, სასურველი სინამდვილედ წარმოიდგინოს, თუმცა მალე რეალობაში დაბრუნება მოგიწევთ. მოემზადეთ რთული გადაწყვეტილების მისაღებად და ეცადეთ, სწორი არჩევანი გააკეთოთ. თუ შინაური ცხოველის შეძენას გეგმავთ, დღეს ამისთვის ხელსაყრელი დღეა.
ტყუპები
ამ დღეს თქვენ წინაშე რამდენიმე შესაძლებლობა გაიხსნება, რომელთაგან თითოეული თავისებურად საინტერესო იქნება. დროა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. ეცადეთ, პროფესიულ საქმიანობაში მთელი ყურადღება კოლეგებთან ურთიერთობის დამყარებაზე და სასარგებლო კავშირების განმტკიცებაზე გადაიტანოთ. სადავო საკითხების მოგვარებას დიალოგის გზით შეძლებთ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის გაუარესება, ამიტომ ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და კვებაში ზომიერება გამოიჩინეთ.
კირჩხიბი
გირჩევთ ეს დღე თვითგანვითარებას და ახალ გატაცებებს დაუთმოთ. ვარსკვლავები ხელოვან ადამიანებს წარმატებას ჰპირდებიან, თუმცა ეცადეთ ყველაფერი თანამოაზრესთან ან თანამოაზრეთა გუნდთან ერთად აკეთოთ. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავი ნათესავებისგან სასიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ძალიან ბევრს ფიქრობთ, შეიძლება სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ.
ლომი
ამ დღეს ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. შეეცადეთ არ გადაიღალოთ და სტრესული სიტუაციები თავიდან აიცილოთ. როგორც არ უნდა ეცადოთ, მნიშვნელოვანი საქმეების გადაჭრას ვერ შეძლებთ, ამიტომ მომდევნო დღეებისთვის უნდა გადაიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხანდაზმულ ნათესავებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.
ქალწული
ეს დღე ეჭვებს უკავშირდება. შეწყვიტეთ თვითგვემა, უკან გადადგმული ნაბიჯი იმედგაცრუებამდე მიგიყვანთ. შუადღეს სიამაყის მიზეზი მოგეცემათ – შესაძლოა, ბონუსი, საჩუქარი ან მადლობა მიიღოთ. მზად იყავით სხვისი პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის და ადამიანს, რომელიც დახმარებას ითხოვს, იმედი არ გაუცრუოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ვარსკვლავების დახმარებით ისეთ სიმაღლეებს დაიპყრობთ, როგორზეც აქამდე მხოლოდ ოცნებობდით. გირჩევთ, რისკები და შესაძლებლობები შეაფასოთ და საკუთარ ინტუიციას ენდოთ. იუმორის გრძნობა სირთულეების მარტივად გადალახვაში დაგეხმარებათ. საღამოს დიდი ფინანსური ხარჯები გელით, რომელთა თავიდან აცილებას დიდხანს ცდილობდით.
მორიელი
პასიური დღეა, ამიტომ თქვენი აქტიურობა ნებისმიერ საქმეში უადგილოა. ერიდეთ გრძელვადიანი გეგმები დასახვას და დაპირებების გაცემას. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი სიტყვები, რომ არავინ შეურაცხყოთ. ეცადეთ, თხოვნის შესრულებაზე უარი არავის უთხრათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ზოგი მშვილდოსანი შრომისმოყვარეობისთვის ჯილდოს მიიღებს, ზოგი კი სიზარმაცისთვის – საყვედურს. ამ საკუთარი თავისა და გარემოცვისგან გაქცევის სურვილი გაცილებით ძლიერი იქნება, ვიდრე საღი აზრი, ამიტომ ბევრი სამუშაოს ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზეც კი იფიქრებს. ნუ აჩქარდებით. გადაწყვეტილებების მიღებამდე მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები რამდენჯერმე უნდა აწონ-დაწონოთ.
თხის რქა
მშვენიერი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. თუ შესაძლებელია, გირჩევთ შვებულება დაგეგმოთ და შორეულ მოგზაურობაში გაემგზავროთ. მოსალოდნელია შეხვედრა, რომლის თავიდან აცილებას დიდი ხანია, ცდილობთ. თქვენი ენერგიული ქმედებები და მიზანდასახულობა წარმატებაში დაგეხმარებათ. უახლოეს დღეებში შეიძლება თქვენი სოციალური სტატუსი უკეთესობისკენ შეიცვალოს.
მერწყული
ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ. შუადღის შემდეგ მოვლენების განვითარებაზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებთ. დღის დატვირთული განრიგი დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. მზად იყავით, რომ საოჯახო საქმეები რამდენიმე დღით გადადოთ.
თევზები
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – დღეს ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. გირჩევთ, ოჯახურ საკითხებში უფროსი ნათესავების რჩევებს დაეყრდნოთ. ამ დღეს უცხო ადამიანთან ურთიერთობისას დისტანცია უნდა შეინარჩუნოთ. თქვენმა გულუბრყვილობამ შეიძლება ძალიან დაგაზარალოთ. სუფთა ჰაერზე ფიზიკური შრომა განწყობას გააუმჯობესებს და მძიმე აზრებისგან გაგათავისუფლებთ. დროა, სულიერ განცდებზე ფიქრი შეწყვიტოთ და საქმიან აქტიურობაზე გადაერთოთ