სრულად გაშიფრულები არიან, მათი არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნა იყო ცხვრის ქურქში გახვეული მგელი -ირაკლი ქადაგიშვილი

20
spot_img

კარგია, როცა თვითლუსტრაციას მიმართავენ. დაინახეს, რომ ჩრდილიდან პოლიტიკის წარმართვა არაეფექტურია, სრულად გაშიფრულები არიან, მათი არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნა იყო ცხვრის ქურქში გახვეული მგელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სინამდვილეში მათ თავიდან ბოლომდე პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდათ.

„პოლიტიკურ ფლანგზე გამოვიდნენ და ვნახოთ, როგორი შედეგები ექნებათ. მსოფლიოს წამყვანი პროფესიული კვლევითი ორგანიზაციების დასკვნები აიღონ საქართველოს შედეგებზე და იმ ქვეყნებს შეადარონ, რომლებსაც მისტირიან, მათ შორის, მოლდოვას. ნახავენ, სიტყვას ვინ ასრულებს და ვინ – არა. არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა იყო პოლიტიკური პროცესის ჩვეულებრივი დანამატი და კარგია, რომ ამ პროცესის ოფიციალური მონაწილეები გახდნენ, მაგრამ აქაც ორმაგი სტანდარტია, მათი ნაწილის ხელმძღვანელი პოლიტიკოსია, ხოლო თავად ორგანიზაციები იტყვიან, არასამთავრობოები ვართო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ დააფუძნეს.