![untitled-design-5](https://geotimes.ge/wp-content/uploads/2024/07/untitled-design-5.jpg)
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს მეოთხედფინალში გასვლას ულოცავს გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ და იმავდროულად საკუთარი გოლკიპერის გამორჩეულ თამაშზეც საუბრობს.
„გიორგი მამარდაშვილის გამოსვლა ევრო 2024-ზე სრულდება. გვინდა მივულოცოთ მას შესანიშნავად ჩატარებული ტურნირი, რითაც თავისი ქვეყნის ისტორიაში შევიდა“, – ნათქვამია X-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.