28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

43
spot_img

ვერძი

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს პროფესიულ სფეროს მფარველობენ, ამიტომ ვერძის სამუშაოს ჩვეულებრივზე უფრო მარტივად გაუმკლავდებით. შეგიძლიათ კარიერულ წინსვლაზე ან პროფესიის შეცვლაზე იფიქროთ. მშვენიერი დღეა ბიზნესის დაწყების ან გაფართოებისთვის. საღამოს შეცდომების გამოსწორების და შერიგების შანსი გექნებათ, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვათ.

კურო

ამ დღეს ყურადღების მოკრეფა გიჭირთ, რის გამოც შეიძლება უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. ტრავმების თვალსაზრისით საშიში დღეა, ამიტომ მგზავრობის და მოგზაურობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დღის მეორე ნახევარი ბევრისთვის ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებასთან იქნება დაკავშირებული. ეს შეიძლება საბუთების ხელმოწერა, დაჯარიმება ან სამთავრობო უწყებებში ვიზიტი იყოს. შესაძლოა, დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ.

ტყუპები

ამ დღეს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ. შეიძლება მაშინვე ვერ მიხვდეთ, მისი გამოყენება როგორ შეიძლება, მაგრამ მალე ყველაფერს ნათელი მოეფინება. თქვენმა ეგოიზმმა შეიძლება კოლეგებთან ურთიერთობაში უარყოფითად იმოქმედოს. მშვენიერი დროა მოგზაურობის დასაწყებად, თუნდაც ის ხანმოკლე იყოს.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში დაიწყება ცვლილებები, რომლებიც როგორც სასიამოვნო მოვლენებს, ასევე მცირე სირთულეებს უკავშირდება. საყვარელი ადამიანი მოულოდნელი საქციელით გაგაკვირვებთ. საღამოს სიფრთხილით მოეკიდეთ ნებისმიერ მიწვევას და სარისკო ღონისძიებებში მონაწილეობას მოერიდეთ.

ლომი

ამ დღეს ადრე მიცემული პირობის გახსენება მოგიწევთ. სანამ ვინმეზე პასუხისმგებლობას აიღებთ, კარგად დაფიქრდით დარწმუნებული ხართ ამ ადამიანში თუ არა. საღამოს შეიძლება თავის ტკივილმა შეგაწუხოთ. ჯანმრთელობის პრობლემები დიდხანს არ გაგრძელდება, მაგრამ უმჯობესია საჭირო მედიკამენტები იქონიოთ.

ქალწული

ამ დღეს ქალწულებმა გარშემო მყოფების მიმართ მეტი გაგება და ლმობიერება უნდა გამოიჩინონ. გახსოვდეთ, რომ ადამიანს, რომელმაც შეცდომა დაუშვა, პატიების შანსი აქვს. გირჩევთ, სიკეთე და ქველმოქმედება გამოიჩინოთ და ორმაგად დაგიბრუნდებათ. უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე ადამიანს, რომელიც ფულის სესხებას გთხოვთ. ეცადეთ, საღამო სიმშვიდეში, განმარტოებით, გაჯეტებისა და ალკოჰოლის გარეშე გაატაროთ.

სასწორი

შესაძლოა, ახალი გატაცება იპოვოთ, რომელიც მალე თქვენს პროფესიად იქცევა. ზოგი სასწორი რთული არჩევანის წინაშე დადგება და გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდება. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გამოსავალს გიკარნახებთ. სამსახურში გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა გამოცდილ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. აჩქარებამ შეიძლება მძიმე შეცდომა გამოიწვიოს, რომელიც ფინანსურად დაგაზარალებთ.

მორიელი

თქვენს პროფესიულ გეგმებს ასრულება არ უწერია. ეს ერთ-ერთი შურიანი კოლეგის ინტრიგებს უკავშირდება, რომელიც თქვენთვის პრობლემების შექმნას ცდილობს. წვრილმანების დანახვის უნარი დაგეხმარებათ, შენიშნოთ და გამოასწოროთ შეცდომა, რომელიც ყველას გაეპარა. პირად ცხოვრებაში ცოტა გამძლეობა და ეგოიზმი უნდა გამოიჩინოთ.

მშვილდოსანი

ჰორიზონტზე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დიდი ხანია არ გინაიხავთ. იქნებ დროა, თქვენს ურთიერთობას გადახედოთ. ნუ მოგატყუებთ მოჩვენებითი სიმშვიდე თქვენ გარშემო. არ მოდუნდეთ და არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ. დღის მეორე ნახევარში ოჯახის უფროს წევრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ.

თხის რქა

ეს დღე თხის რქებს დიდ ქაოსს და არეულობას მოუტანს. დღის პირველ ნახევარში რაც უფრო მეტ საქმეს მოასწრებთ, მით უკეთესი იქნება საღამო. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი საკმაოდ მაღალია. ასე რომ, ყველა დაგეგმილი საქმის დასრულებას შეძლებთ. ეცადეთ, თქვენი პროფესიული დონე გააუმჯობესოთ და ახალი უნარები და გამოცდილება შეიძინოთ – ისინი მალე კარიერული წინსვლისთვის დაგჭირდებათ.

მერწყული

ამ დღეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცვლილებები გელით – განრიგის, გეგმის და შეხვედრის ადგილის შეცვლა თქვენს გაღიზიანებას იწვევს. თანამოსაუბრეს თქვენი ნდობა და სიმშვიდე დასჭირდება, თუნდაც რამეში ეჭვი გეპარებოდეთ. თქვენი შრომის ნაყოფს რამდენიმე დღეში ნახავთ. ეცადეთ, რომ მომავლის მიმართ ნდობა არ დაკარგოთ.

თევზები

ვარსკვლავები თევზებს ურჩევენ, ეს დღე და მნიშვნელოვანი მოვლენები წინასწარ დაგეგმონ. ადამიანთან დაკავშირებულმა მოვლენებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ ეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ. თაროზე შემოდებული საქმეების დასრულებაზეც იფიქრეთ, მით უმეტეს, რომ ახლა მეტი თავისუფალი დრო გაქვთ.