უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ესკორტი გერმანიაში ავარიაში მოყვა.
ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, შემთხვევა შტუტგარტში მოხდა, როდესაც ორბანი აეროპორტში მიემგზავრებოდა. პრემიერი გერმანიაში ევროპის ჩემპიონატის მატჩს ესწრებოდა, რომელშიც ერთმანეთს უნგრეთისა და შოტლანდიის გუნდები დაუპირისპირდნენ.
ინციდენტი 69 წლის მძღოლმა გამოიწვია, რომელმაც თავისი BMW-თი გადაკეტილ გზაზე შეხვევა სცადა. ავტომობილი პოლიციის მოტოციკლებს შეეჯახა. შემთხვევას 61 წლის პოლიციელი ემსხვერპლა, 27 წლის სამართალდამცველი კი კლინიკაში სერიოზული დაზიანებებით გადაიყვანეს.
ინციდენტის დროს ორბანი არ დაშავებულა. უნგრეთის პრემიერი გეგმის მიხედვით შტუტგარტის აეროპორტში მიიყვანეს.