გვარამიები შეიწყალა, კონსტიტუციის კანონის დამრღვევები შეიწყალა, რადიკალების პრეზიდენტი გახდა -ირაკლი ზარქუა

10
spot_img

გვჯეროდა, რომ ის ნეიტრალური და დამოუკიდებელი იყო. დღეს რას ვხედავთ? პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, ხელმძღვანელობს რადიკალების გაერთიანების პლატფორმას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილს პატრონებმა გარედან დაავალეს რადიკალური ოპოზიციის ლიდერობა.

„იძულებული გავხდით, საზოგადოებისთვის მიუღებელი პრეზიდენტი ჩვენი ლიდერების ბილბორდებზე გამოკვრით აგვერჩია და გახსოვთ თქვენ ეს პერიპეტიები. რატომ გავაკეთეთ ეს? იმიტომ, რომ გვჯეროდა, გვწამდა, რომ ის ნეიტრალური და დამოუკიდებელი იყო. დღეს რას ვხედავთ? პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციით უნდა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და ნეიტრალური, ხელმძღვანელობს რადიკალების გაერთიანების პლატფორმას. უფრო მეტსაც გეტყვით, სურვილიც არ აქვს ამის, რადგან არც ამბიცია აქვს, არც შესაბამისი მუხტი და მოცემულობა, რომ ლიდერი გახდეს, მაგრამ დაკვეთა მიიღო პატრონებისგან გარედან და, შესაბამისად, უკვე დაანონსდა ეს პლატფორმა. ახლა ამ ხელმოცარულებმა და მათმა მადამ პრეზიდენტმა რა უნდა ქნან? რეიტინგი არ აქვთ, საზოგადოებაში ნდობა არ აქვთ, მოსახლეობაში რა უნდა ილაპარაკოს, რა გაუკეთებია, რაც პარლამენტში იყო ან პრეზიდენტი, რა გაუკეთებია? ერთადერთი, გვარამიები შეიწყალა, კონსტიტუციის დამრღვევები, კანონის დამრღვევები შეიწყალა, ამით არის გამორჩეული, რადიკალების პრეზიდენტი გახდა. ახლა სამიზნე აქვთ ცესკო, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნებზე ვერაფერს იზამენ, ვერც გადალახავენ ბარიერს, ეს ხელმოცარულები და ჩახდილები, ყველა ერთად ვინც არიან, ვისი ლიდერიც არის და ახლა შეტევა მიიტანეს ელექტრონული არჩევნების სისტემაზე“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.