მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა

24
spot_img

ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ე.წ. საზღვარზე სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას TASS-ი გაგრის “პროკურატურაზე” დაყრდნობით წერს.

მათივე წყაროს ცნობით, სროლა რუსეთის მოქალაქესა და ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებს შორის პირადი კონფლიქტის გამო მოხდა.

ამავე ცნობებით, გარდაცვლილი და ორივე დაჭრილი თვითმხილველები არიან.

„ადგილზე მუშაობენ გამომძიებლები, რომლებიც ადგენენ შემთხვევის ყველა გარემოებას“, – აცხადებენ ე.წ. პროკურატურაში.