უკრაინის საჰაერო ძალებმა ბელგოროდში რუსეთის საკონტროლო პუნქტს დაარტყეს – გენშტაბი

20
spot_img

უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოტომსროლელი პოლკის საკონტროლო პუნქტს წარმატებით დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, საჰაერო ძალები თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებთან თანამშრომლობით მოქმედებდნენ.

გენშტაბში განმარტავენ, რომ საკონტროლო ცენტრი ბელგოროდის ოლქის სოფელ ნეხოტეევკაში მდებარეობდა.

„სამიზნე წარმატებით განადგურდა“, – აცხადებენ გენშტაბში.