ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დილამდე იზღუდება

23
spot_img

ბათუმი-ახალციხის გზის პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დილამდე იზღუდება – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე (პაქსაძეები-კორტოხის მონაკვეთი) მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პროცესში, 2024 წლის 19 ივნისის 23:00 სთ-დან 20 ივნისის 07:00 სთ-მდე, საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება,” – ნათქვამია განცხადებაში.