თბილისის საერთაშორისო აეროპორტში  ჩინური  ავიაკომპანია SF Airlines  სატვირთო  რეისებს  შეასრულებს

18
spot_img

ჩინური  სატვირთო  ავიაკომპანია  SF Airlines  20 ივლისიდან  ურუმჩი  –  თბილისის  მიმართულებით სატვირთო რეისებს  შეასრულებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა  და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს  შორის  შეხვედრა გაიმართა.

SF Airlines სატვირთო რეისებს B757 ხომალდით კვირაში ერთი, ხოლო 24 აგვისტოდან ორი სიხშირით შეასრულებს.  

SF Airlines ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 80 -ზე ზეტი ხომალდით მთელ მსოფლიოში ოპერირებს.