,,შეიძლება, ჩვენ მოვძებნოთ საერთო ენა იგივე აშშ-თან ინტენსიური ურთიერთობებისთვის”- გიორგი ვოლსკი

22
spot_img

შეიძლება, ჩვენ მოვძებნოთ საერთო ენა იგივე აშშ-თან ინტენსიური ურთიერთობებისთვის – ნუ დავივიწყებთ, ეს არ არის საბოლო, წერტილი არ დასმულა. არ შეიძლება, არ ვიფიქროთ – ეს ურთიერთობები უნდა დაალაგო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„არსებულ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლება შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს გინდ პოლიტიკაში, გინდ ეკონომიკურ საკითხებში, შეიძლება, ჩვენ მოვძებნოთ საერთო ენა იგივე აშშ-თან ინტენსიური ურთიერთობებისთვის – ნუ დავივიწყებთ, ეს არ არის საბოლოო. წერტილი არ დასმულა. არ შეიძლება, არ ვიფიქროთ – ეს ურთიერთობები უნდა დაალაგო, იმიტომ რომ იქ ინტერესებია. ევროპის ინტერესია ჩინეთთან და ინდოეთთან ურთიერთობების განვითარება. აღარ ვლაპარაკობ იქ აზერბაიჯანზე და რუსეთის ალტერნატიული დერეფნის შექმნაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს მიღწევებზე. მისივე თქმით, ატლანტიკური საბჭოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საქართველოს თავისუფლების ინდექსით მოწინავეთა რიგებშია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით კი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ბოლო წლის განმავლობაში 54%-ს შეადგენს და მომავალ წლებში ისეთი ტემპით მიდის საქართველო, რომ მსოფლიოში ასეთი ნახტომისებური განვითარება ჩვენს ქვეყანას და ხორვატიას აქვთ მხოლოდ.