კრივი რიჰში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

20
spot_img

რუსეთის ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე, დაშავებულთა კი 29-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია.

რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე თავდასხმა 12 ივნისს საღამოს განახორციელეს. მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ზელენსკიმ დაწერა, რომ „რუსული ტერორი ადასტურებს იმას, რომ უკრაინამ თავის პარტნიორებთან ერთად უნდა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა“.