მალავის ვიცე-პრეზიდენტი ავიაკატასტროფაში დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას მალავის პრეზიდენტი ავრცელებს.
მალავის პრეზიდენტის, ლაზარუს ჩაკვერას ცნობით, ერთდღიანი ძებნის შემდეგ, სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელშიც მალავის ვიცე-პრეზიდენტი, საულოს ჩილიმა და კიდევ ცხრა პირი იმყოფებოდა, ქვეყნის ჩრდილოეთით, მთიან მხარეში აღმოაჩინეს. ავიაკატასტროფის შედეგად თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა.
მალავის მთავრობამ ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა.