ოპოზიცია იმავე პრობლემების წინაშე დარჩა, რის წინაშეც იდგა ორი თუ სამი თვის წინ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები არჩევნებზე საერთო სიით გამოვლენ თუ ცალ-ცალკე, კარგი შედეგი მაინც არ ექნებათ.
„ოპოზიცია როგორც იყო მძიმე მდგომარეობაში, ისევ ისე არიან. დროებითი აჟიოტაჟი ყალბ ნიადაგზე იყო წარმოებული, რომ თურმე გამჭვირვალობის კანონით საქართველო რუსეთის გუბერნია ხდებოდა. ასეთი სისულეები ისე დნება, როგორც მზეზე ნაყინი. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია იმავე პრობლემების წინაშე დარჩა, რის წინაშეც იდგა ორი თუ სამი თვის წინ. არჩევნებზე საერთო სიით გამოვლენ თუ ცალ-ცალკე, კარგი შედეგი მაინც არ ექნებათ“, – აცხადებს ქადაგიშვილი.