11 ივნისს ქუთაისში +31 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
ფოთშიც დარია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექიანი დღეა ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაშიც წვიმს. დღე +31 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +28 იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გორში დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურში იწვიმებს, დღე +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +20, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ლაგოდეხში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
რუსთავში დღისით +30 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.