ეგზიტპოლის თანახმად, ავსტრიაში ევროპარლამენტის არჩევნებში ულტრამემარჯვენე „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო RAI News-ი ავრცელებს.
როგორც ავსტრიული მედია იუწყება, ულტრამემარჯვენე პარტიამ ხმების 27% მიიღო. მეორე ადგილზეა კონსერვატიული „სახალხო პარტია“ – 23,5%, ხოლო მესამეზე – „სოციალ-დემოკრატები“, რომლებმაც ხმების 23% მიიღეს.
თუ მონაცემები დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც „თავისუფლების პარტია“ ავსტრიის ეროვნულ არჩევნებში პირველ ადგილს დაიკავებს.