საფრანგეთი უკრაინას Mirage 2 000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემს

15
spot_img

საფრანგეთი უკრაინას Mirage 2 000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გადასცემს, – ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან განაცხადა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დღევანდელ შეხვედრაზე მისი მოლაპარაკების მთავარი საკითხი უკრაინის დახმარება იქნება.

„ახალ თანამშრომლობას დავიწყებთ და გამოვაცხადებთ Mirage 2000-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს დაიცვას თავისი სახმელეთო და საჰაერო სივრცე“, – განაცხადა მაკრონმა.

გარდა ამისა, საფრანგეთი უზრუნველყოფს პილოტთა ექვსკვირიანი მომზადების კურსს, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულიდან დაიწყება.

დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და სხვა ოფიციალურ პირებს პარიზში შეხვდება.