ყველას მოვუწოდებ, რომ არ ჰქონდეთ ორმაგი სტანდარტები, როცა საქმე ეხება ძალადობის დაგმობა-ირაკლი კობახიძე

21
spot_img

კონკრეტული „ენჯეოები,“ მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, ბულინგს, თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და არა მარტო. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი სტანდარტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა და მსგავსი ტიპის ნებისმიერი სხვა ქმედება.

„ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი ნებისმიერი ასეთი ფაქტი. ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი და არა ორმაგი სტანდარტები, ეს არის პრობლემა, როდესაც კონკრეტული „ენჯეოები,“ მედიასაშუალებები და პოლიტიკური პარტიები კვირების განმავლობაში პირდაპირ იწონებდნენ ძალადობას, ბულინგს, თავდასხმებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე და არა მარტო და ა.შ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ჰქონდეთ ერთი სტანდარტი, როცა საქმე ეხება ძალადობის, თუ მსგავსი ტიპის სხვა ქმედებების დაგმობას. კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი ქმედება. თქვენ დაგმეთ ყველა მიმართულებით ძალადობაც და ნებისმიერი ტიპის ბულინგიც, ორივე მიმართულებით,“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.