რაც საქართველოში ვიხილეთ არის მთავრობის მიერ კრემლის მხარდაჭერილი კანონისადმი წინააღმდეგობა – მილერი გალუზინის განცხადებაზე

20
spot_img

საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რაც ვნახეთ, არის ქართველი ხალხის სურვილის გამოხატულება, მათი წინააღმდეგობა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მეთიუ მილერს ჟურნალისტმა, ალექს რაუფოღლუმ დაუსვა კითხვა: „კრემლი იმეორებს საქართველოდ მთავრობის პროპაგანდას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ოქტომბერში ამერიკას ახალი მეიდნის მოწყობა უნდა საქართველოში. გაქვთ პასუხი ამაზე?“.

როგორც მილერმა აღნიშნა, მიღებულ კანონს არაფერი აქვს საერთო შეერთებულ შტატებთან.

„საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რაც ვნახეთ, არის ქართველი ხალხის სურვილის გამოხატულება, მათი წინააღმდეგობა კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანონის, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. მას არაფერი აქვს საერთო შეერთებულ შტატებთან. ეს ქართველის მიერ თავიანთი შეხედულებების გამოხატვაა“, – განაცხადა მილერმა.