საქართველოში სიტყვა „სანქციების“ ხსენებამ უკვე კომიკური ხასიათი მიიღო, ვინაიდან მუდმივად გვესმის, რომ იქნება სანქციები, მაგრამ არ ჩანს ეს სანქციები, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ამ საუბრების მიზანია მუქარა ხელისუფლებაზე და ეს საკითხი შანტაჟის თემად გადაიქცა.
„ჩნდება მეორე შეკითხვა – რამდენად არ შეშინდა ხელისუფლება და რამდენად პრინციპული აღმოჩნდა ის თავისი სუვერენიტეტისა და შიდა საქმეების განსამტკიცებლად? პასუხია მარტივი – არა. ჩვენ, ქართველებს გვაქვს ერთი ყველაზე მთავარი რამ – როდესაც ასეთი შანტაჟით გვემუქრებიან, როდესაც ისეთ რაღაცებს მოგვიწოდებენ, რაც არის სამართლიანი ჩვენთან მიმართებაში და განსაკუთრებით თუ ეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ეხება, პრინციპულობას ვიჩენთ ჩვენ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილი გამოდის – არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არაგამჭვირვალეა, რადიკალური ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც ვერასოდეს ასრულებენ საკუთარ დაპირებებს. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ამ ჯგუფებმა საზოგადოების გარკვეული ნაწილი აყოლიება შეძლეს, მოაწყვეს მიტინგები. მაგრამ სწორედ არჩევნები აჩვენებს იმას თუ რამდენი ადამიანი უჭერს მხარს ხელისუფლებას.