“ოცნების” დევიზი: “წინ ღირსებით ჩინეთისკენ”, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება”-იაგო ხვიჩია

37
spot_img

“შუა დერეფნისთვის ჩინეთის ინვესტიცია ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტრიუკებია. იმის გაცხადება, რომ რუსეთისკენ მივდივართ, უხერხული იქნებოდა ოკუპირებული ქვეყნისთვის. არანაკლები აბსურდი მოიფიქრა “ქართულმა ოცნებამ” და თქვა, რომ “წინ ჩინეთისკენ” – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

“დევიზი – “წინ ღირსებით ჩინეთისკენ” ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ქართველი ადამიანისთვის. ჩვენ შეიძლება ყველაფრისკენ “წინ” გვითხრან და საზოგადოების ნაწილი აყვეს, მაგრამ “წინ ღირსებით ჩინეთისკენ” მგონი, არასდროს ყოფილა მიმზიდველი საქართველოში. მახსოვს, კომუნისტები აკეთებდნენ ამას და ქართველი პოეტები ჩინეთზე თავის დროზე ლექსს წერდნენ კომუნისტების შეკვეთით. დღეს ცოტა არარეალური მგონია ამის მოტრიალება.

შუა დერეფნისთვის ჩინეთის ინვესტიცია ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ტრიუკებია. იმის გაცხადება, რომ რუსეთისკენ მივდივართ, უხერხული იქნებოდა ოკუპირებული ქვეყნისთვის. არანაკლები აბსურდი მოიფიქრა “ქართულმა ოცნებამ” და თქვა, რომ “წინ ჩინეთისკენ”. არ მჯერა, რომ ამას ქართველი ხალხი აჰყვება. რუსეთთან სხვა სენტიმენტი გვქონდა და ჩინელებთან ეგ სენტიმენტიც არ გვაქვს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.