ისრაელის ჩრდილოეთით ძლიერ ხანძარს ებრძვიან

45
spot_img

ისრაელის ჩრდილოეთით ძლიერ ხანძარს ებრძვიან.

ინფორმაციას timesofisrael-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ხანძრის გაჩენის მიზეზი „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა გახდა.

ისრაელის სახანძრო და სამაშველო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ხანძრის ჩასაქრობად 30-ზე მეტი სახანძრო ჯგუფი მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ადამიანებს ან საცხოვრებელ სახლებს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ნეთანიაჰუ ინფორმირებულია ხანძრის შესახებ და მაღალჩინოსნებთან ერთად შეაფასა ჩრდილოეთ ისრაელში მომხდარი.