თუ კარგად წაიკითხავენ და გაიაზრებენ გამჭვირვალობის კანონს, ყველა მიხვდება, რომ ის სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს ინტერესებთან, ასევე ევროპულ სტანდარტებთან – მაკა ბოჭორიშვილი

16
spot_img

თუ კარგად წაიკითხავენ და გაიაზრებენ გამჭვირვალობის კანონს, ყველა მიხვდება, რომ ის სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს ინტერესებთან, ასევე ევროპულ სტანდარტებთან, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

„თუ კარგად წაიკითხავენ და გაიაზრებენ ამ კანონს და სწორად გაიგებენ, რა არის ამ კანონის ობიექტური საფუძველი, მე ვფიქრობ, ყველა მიხვდება, რომ მას არათუ საწინააღმდეგო აქვს რაიმე ევროპულ ფასეულობებთან და სტანდარტებთან, არამედ პირიქით, ის სრულად შეესაბამება სწორედ იმ გამოწვევებთან გამკლავებას, რისთვისაც ის არის შექმნილი, და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს ინტერესებთან, ასევე ევროპულ სტანდარტებთან. ამერიკულ კანონს ეხმიანება თუ რომელი ქვეყნის კანონის ასლია, შეუძლიათ წაიკითხონ და ეძიონ, სად შეიძლება გავავლოთ პარალელები. თუმცა ყველა კარგად დაინახავს, რომ ყველაზე ნაკლები პარალელი შეიძლება იყოს გავლებული სწორედ რუსულ კანონთან“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გამოცემა Brussels Signal-ი საქართველოში მიღებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონს ეხმიანება და წერს, რომ „საქართველოს უცხოური აგენტების შესახებ კანონი სინამდვილეში ძალიან ამერიკულად გამოიყურება“.