ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიშია – არ არის სასაცილო, ეს ეხება ჩვენს შვილებს, მოქალაქეებს, თორემ ახლა ეს ჭინკა ვის რას დაემუქრება, ნაკლებად საინტერესოა – ლევან ხაბეიშვილი ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ განცხადებაზე

18
spot_img

ეს ადამიანი უბრალოდ საზოგადოებისთვის საშიშია, არანაირი ჯანმრთელობა მდგომარეობა არ აქვს. მე არ მგონია, რომ ფსიქიკურადაც ის ნორმალური იყოს. მასში არის განსხივოსნებული ბიძინა ივანიშვილი და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე „ხარებასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ „ამ ყველაფერს უკეთებენ ახალგაზრდებს და მოქალაქეებს, რომლებსაც, ფაქტობრივად სახის ძვლებს უმტვრევენ“.

„ყველაზე ტრაგიკული არის და ყველას უნდა ესმოდეს ის, რასაც უკეთებენ ახალგაზრდებს, მოქალაქეებს, რომლებსაც, ფაქტობრივად, სახის ძვლებს უმტვრევენ. მაგრამ მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ეს ყველაფერი შეხორცდა, მაგრამ თქვენს რეპუტაციას არასდროს აღარაფერი არ ეშველება. ეს ადამიანი უბრალოდ საზოგადოებისთვის საშიშია, არანაირი ჯანმრთელობა მდგომარეობა არ აქვს. მე არ მგონია, რომ ფსიქიკურადაც ის ნორმალური იყოს. მასში არის განსხივოსნებული ბიძინა ივანიშვილი და რუსული ხელისუფლების წარმომადგენლები. არ არის სასაცილო, ეს ეხება ჩვენს შვილებს, ჩვენს მოქალაქეებს, თორემ ახლა ეს ჭინკა ვის რას დაემუქრება ნაკლებად საინტერესოა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, ზვიად ხარაზიშვილმა „ტვ პირველთან“ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ყველა სცემს თავის თავს, არავინ არავის არ სცემს. მე ახალგაზრდებს არ ვცემ, მე ვცემ არაკაცებს”, – განუცხადა ხარაზიშვილმა ჟურნალისტს და იქვე დასძინა: “სია გვაქვს, ახლა გაჩვენებთ ცოტა ხანში”.