ეს იყო პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიზნით გაკეთებული განცხადებები – კახა კახიშვილი აშშ-ის მიერ დაანონსებულ შეზღუდვებზე

21
spot_img

ეს იყო პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიზნით გაკეთებული განცხადებები, – განაცხადა „ქრონიკაში“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ დაანონსებულ შეზღუდვებზე საუბრისას.

„რაც შეეხება სანქციებთან დაკავშირებულ საუბარს, ვფიქრობ, რომ ეს იყო პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მიზნით გაკეთებული განცხადებები. ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ არასერიოზულია, დამოუკიდებელ, თუნდაც, პატარა ქვეყანას დაემუქრო სანქციებით მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩათვალა, რომ რაღაც ტიპის საკანონმდებლო რეგულაცია უნდა მიიღოს. აქ ხომ არ არის მხოლოდ საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობა, ამ ურთიერთობას უყურებს ძალიან ბევრი სხვა ქვეყანა და ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველო მართალია, პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან სერიოზული სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა და აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველა ამას უყურებს, რომ აი, ნახეთ, რას უშვრებიან იმ ქვეყანას, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული ურთიერთობა, არაერთ საერთაშორისო მისიაში მიიღო მონაწილეობა, ყველანაირად მხარს ჭერდა ყველა საერთაშორისო ასპარეზზე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკას და უცბად ერთი კანონპროექტის გამო ფაქტობრივად, მზად არიან გაწყვიტონ ქვეყანასთან ურთიერთობა. ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არ მოსულა ჰაერიდან, ეს იყო ზუსტად იმის შედეგი, რომ ჩვენ ვთანამშრომლობდით წლების განმავლობაში სხვადასხვა რეგულაციებზე”, – კახა კახიშვილმა.