სტრასბურგმა დაადასტურა, რომ უცხოელი აქტორები ტყუოდნენ, როცა ამბობდნენ, რომ 20 ივნისის აქცია მშვიდობიანი იყო – ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, „მელია-გახარიას ღამე“ იყო –  პაპუაშვილი

25
spot_img

მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება -ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში თბილისის ქუჩებში მიმდინარე პროცესები ძალადობრივი პროცესების ინსპირირებითაა გამოწვეული და მიაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი უკრაინაში განვითარებული „მაიდანის“ პარალელია.

„მიდის ძალადობრივი პროცესების ინსპირირება. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე თვის წინ, როდესაც „კანვასის“ ტრენინგების მიმართ დაიწყო გამოძიება, ვნახეთ, როგორი იყო სცენარები და რას ასწავლიდნენ.

ვხედავთ ამ სცენარების ასრულებას. ვხედავთ პირდაპირ პარალელებს „მაიდანთან“. მექორწილე წყვილი, ადამიანი, რომელიც ფორტეპიანოზე უკრავს და სხვა – იგივე ვიზუალისა და რიტუალების ჩატარება და დადგმა. ასეთი ვიზუალები, რომლებსაც ისინი ქმნიან, არის გარკვეული შეფუთვა იმ ძალადობრივი აქციებისა, რომელიც ხდება. აქ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ, როდესაც ვიხილეთ პარლამენტის შენობაზე თავდასხმა და ვნახეთ შტურმი, სამწუხაროდ, მეორე დღეს მოვისმინეთ ზოგიერთი უცხოელი აქტორის შეფასება, რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და პოლიციას ძალა არ უნდა გამოეყენებინა.

იმავეს ამბობდნენ 20 ივნისზე, რომ მშვიდობიანი აქცია იყო, მაგრამ სტრასბურგმა დაამტკიცა, რომ ყველა უცხოელი აქტორი ტყუოდა, ვინც ამბობდა, რომ ეს მშვიდობიანი აქცია იყო. სინამდვილეში ადგილი ჰქონდა საქართველოს პარლამენტზე თავდასხმას. ის, რაც „გავრილოვის ღამედ“ მონათლეს, საბოლოო ჯამში, „მელია-გახარიას ღამე“ იყო.

ჩვენ ვატყობთ, რომ ზუსტად მიყვებიან იმ სცენარს, რომელიც სხვა ქვეყნებში განხორციელდა და ეს პარალელები უკრაინასთან ძალიან ცხადი არის. ვხედავთ მათ წაცდენას, როდესაც მსხვერპლზე საუბრობენ. ამ ყველაფრის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მფარველებითა და დამფინანსებლებით, ქვეყნის გარედან და მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.