სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციაზე მიწვევა მოსკოვიდან არ მიუღია.
„ინაუგურაციაზე დასწრების მიწვევა მივიღე თურქეთის პრეზიდენტისგან, მაგრამ არა რუსეთის პრეზიდენტისგან“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.
ფაშინიანის თქმით, პრესკონფერენცია რომელსაც ატარებდა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მოსკოვში გამართული ღონისძიება.
სომხეთის პრემიერმა ასევე თქვა, რომ არც 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
„გასულ წელს გამართულ 9 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობა მივიღე და არ ვთვლი, რომ მასში მონაწილეობა ყოველ წელს უნდა მივიღო. თქვენ არ მოგეჩვენებათ უცნაურად, რომ სომხეთის ლიდერი ყოველ წელს ესწრებოდეს 9 მაისის აღლუმს?“, – იკითხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.