ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანს, ისრაელს და მათ მოკავშირეებს მოუწოდებს, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციისგან თავი შეიკავონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
”აბსოლუტურად აუცილებელია, რომ რეგიონში იყოს სტაბილურობა და ყველა მხარემ თავი შეიკავოს შემდგომი ქმედებებისგან”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ისრაელმა პარასკევს ირანის ტერიტორიაზე თავდასხმა განახორციელა.