უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი 17 აპრილს 12:00 საათიდან განახლდება

51
spot_img

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან 17 აპრილს 12:00 საათიდან შეიკრიბებიან.

ამის შესახებ პარლამენტის წინ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოქალაქეებს განუცხადა.

პარლამენტის წინ აქციის ძირითადი ნაწილი ამ დროსთვის დასრულებულია, თუმცა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, ჭიჭინაძის ქუჩაზე კვლავ რჩება მომიტინგეთა ნაწილი.

ტერიტორიაზე ასევე რჩებიან საპოლიციო ძალებიც.

შეგახსენებთ, პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მოქალაქეები უკვე მეორე დღეა აპროტესტებენ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა 17 აპრილს გაგრძელდება.