17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

74
spot_img

ვერძი

დინების მიმართულებით ცურვა ვერ აგიყვანთ იმ სიმაღლემდე, რისი მიღწევის პოტენციალიც გაქვთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ფხიზელი თვალით შეაფასოთ და შესაბამისად იმოქმედოთ. მარტოხელა ვერძებს საინტერესო შეხვედრა ელით. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ.

კურო

მზად ხართ საყვარელი ადამიანებისთვის საკუთარი ინტერესები დათმოთ. ეს თქვენი ხასიათის კეთილშობილებაზე მეტყველებს, მაგრამ ზოგჯერ საკუთარ თავზეც უნდა იფიქროთ. სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, ეცადეთ, საქმე მშვიდად და თანმიმდევრულად აკეთოთ. ადამიანების დარწმუნების უნარი მოლაპარაკების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

მშვენიერი დღეა თანამოაზრეების პოვნისა და ვარჯიშის დაწყებისთვის, თუმცა ამის გაკეთება თანამოაზრეების გარეშეც შეიძლება. ნუ გამოიჩენთ გულგრილობას საყვარელი ადამიანების პრობლემების მიმართ, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ, სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.

კირჩხიბი

გაუფრთხილდით ნერვებს და ენერგიას. გაითვალისწინეთ, რომ ყველაფრის ერთბაშად კეთების სურვილი საპირისპირო შედეგს გამოიღებს და მომდევნო დღეებში საკუთარი შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და ცვლილებებს – ახლა ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დროა. ეცადეთ, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ.

ლომი

სავარაუდოდ, ბოლო რამდენიმე დღე დაძაბულ რეჟიმში გაატარეთ, ამიტომ სრული უფლება გაქვთ, რომ მოდუნდეთ და დაისვენოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა დაგეხმარებათ, შეცდომები თავიდან აიცილოთ. ეცადეთ, რომ მეგობრებს შეხვდეთ – მათთან განსახილველი თემები დაგიგროვდათ.

ქალწული

საკუთარ თავში ნუ ჩაიკეტებით – დროა თქვენი ფიქრები საუკეთესო მეგობარს გაუზიაროთ. ეს შვებას მოგგვრით. ამ დღეს ბედი მცოდნე და კარგად მომზადებულ ადამიანებს გაუღიმებს, ამიტომ სამუშაოს შესრულებას მეტი გულისყური და დრო უნდა დაუთმოთ.

სასწორი

პოზიტიური ემოციების სურვილი დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ, რომელსაც მალე ინანებთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ ფულის დაგროვება დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარი ტრავმების თვალსაზრისით საშიშია და ფრთხილად უნდა იყოთ.

მორიელი

თუ საკუთარი საქმის ან გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ თქვენი ჩვეული მიდგომა მოძველდა, შეგიძლიათ რაღაც განსხვავებული სცადოთ. თავიდან შეიძლება სირთულეებს შეეჯახოთ, მაგრამ მოგვიანებით ნახავთ, რომ ეს სწორი ნაბიჯი იყო. გირჩევთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

მშვილდოსანი

ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენის საშუალება მოგეცემათ და შესაძლოა, დამსახურებული ჯილდოც მიიღოთ. ოჯახი ემოციურ კმაყოფილებას და სულიერ შვებას გგვრით, ამიტომ ცდილობთ, სახლში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ. მარტოხელა მშვილდოსნებს შეიძლება ოჯახის შექმნის სურვილიც და პერსპექტივაც გაუჩნდეთ.

თხის რქა

თუ ჯერ ვერ გარკვეულხართ, რომელი მიმართულებით იმოძრაოთ, გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ. უმჯობესია, რჩევისთვის მეგობრებს ან კოლეგებს მიმართოთ, თუმცა თავად უნდა გადაწყვიტოთ, ვის დაუჯეროთ და ვის არა. პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობისთვის კომპრომისის პოვნა უნდა შეძლოთ.

მერწყული

შეცდომების ასაცილებლად სამსახურში ყურადღება წუთითაც არ მოადუნოთ. შეიძლება თავში შესანიშნავი იდეა გაქვთ, მაგრამ შესაფერის დროს ელოდებით. მალე გექნებათ შესაძლებლობა, რომ პროფესიული საკითხები არაფორმალურ გარემოში განიხილოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღოთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ.

თევზები

დღის პირველ ნახევარში სამსახურში ყურადღებით იყავით – დიდია შეცდომის დაშვების რისკი, რასაც კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოჰყვება. საღამოსკენ პოზიტიური ტენდენციები იმატებს – დღის ბოლოს სასიამოვნო სიახლეები გელით.