საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია დასრულებულია. ტერიტორია დატოვა საპოლიციო ძალებმაც.
რუსთაველის გამზირზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურმა მუშაობა დაიწყო.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი 12:00 საათიდან განახლდება.
საკანონმდებლო ორგანოში 16 აპრილს 11:45 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, ხოლო 12:00 საათიდან პლენარული სხდომა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვა მთელი დღის განმავლობაში, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს უკანა მხარეს პროტესტი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.