უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევის და ერთობის დღე – შალვა პაპუაშვილი

24
spot_img

1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა. და მაინც, ამ დღის მოახლოებასთან ერთად კვლავაც მძაფრად განვიცდით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დატრიალებულ ქარტეხილებს, რომელთა შორის ეს თარიღი ერთ-ერთი გარდამტეხია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევის და ერთობის დღე.

,,1989 წლის 9 აპრილიდან 35 წელი გავიდა. და მაინც, ამ დღის მოახლოებასთან ერთად კვლავაც მძაფრად განვიცდით ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დატრიალებულ ქარტეხილებს, რომელთა შორის ეს თარიღი ერთ-ერთი გარდამტეხია.

უმძიმეს ტრაგედიასთან ერთად, 9 აპრილი არის ქართველი ერის თვითგამორკვევის და ერთობის დღე. ის აღგვაფრთოვანებს თავისი ერთსულოვნებითა და სულისკვეთებით, შემართებით და სიყვარულით, და ამასთან დაგვაფიქრებს კიდეც, გვასწავლის და გვაფრთხილებს.

9 აპრილი, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა, დარჩება ჩვენი ერის ისტორიაში გამარჯვებისა და ერთიანობის სიმბოლოდ, დღედ „უდიდებულესი წამისა”, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.