“არის ასეთი წმინდა საბჭოთა, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომში – წმინდა რუსული პროექტი, რომელსაც ე.წ. „საჯარიმო ბატალიონები“ ასრულებდნენ” – დავით ქართველიშვილი

31
spot_img

არის ასეთი, წმინდა საბჭოთა, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომში წმინდა რუსული პროექტი, რომელსაც ე.წ. „საჯარიმო ბატალიონები“ ასრულებდნენ. ანუ, ციხის საკნებიდან გამოშვებული პატიმრები, რომლებსაც ბრძოლის წინა ხაზზე უშვებდნენ, ან დანაღმულ ველზე დანარჩენებისთვის გზის გასაკვალად. „ნაცსექტას“ უკვე სამი წელია ჰყავს ასეთი „საჯარიმო ბატალიონი“, „კომბატ“ გახარიას მეთაურობით, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, პოლიტიკოსები ოპოზიციური ფლანგიდან, ახალ-ახალი კანონპროექტის რეგისტრაციით ცდილობენ, გადაფარონ ქართული საზოგადოების უმრავლესობის ნება – არასრულწლოვანთა მომავალი და ოჯახური ტრადიციები დაიცვან.

„არის ასეთი, წმინდა საბჭოთა, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომში წმინდა რუსული პროექტი, რომელსაც ე.წ. „საჯარიმო ბატალიონები” ასრულებდნენ. ანუ, ციხის საკნებიდან გამოშვებული პატიმრები, რომლებსაც ბრძოლის წინა ხაზზე უშვებდნენ, ან დანაღმულ ველზე დანარჩენებისთვის გზის გასაკვალად. „ნაცსექტას“ უკვე სამი წელია ჰყავს ასეთი „საჯარიმო ბატალიონი“, „კომბატ“ გახარიას მეთაურობით.

პირველად ის „შარლ მიშელის სახელობის” დანაღმულ პოლიტიკურ ველზე გაუშვეს, როდესაც „ოცნებისთვის“ დათქმულ/გადათქმული 43%-იანი ბარიერისთვის პრობლემები უნდა შეექმნა. თავისი წილი 7% კი აიღეს, მაგრამ საკრალურ „43“-ს ამით ვერაფერი დააკლეს. შემდეგ ჯერზე „საჯარიმო ბატალიონი” გაახსენდათ საკრებულოებში ნაც/გახარიასეული კოალიციების შექმნის საჭიროების დროს. აი იმ კოალიციების, შემდგომ ერთ „პოლიტიკურ ლოგინში” წოლას რომ უარყოფდნენ – „ეს ის არ იყო, თქვენ რაც გგონიათო“.

ამ დანაღმულ ველებზე ბოდიალით, რიგებიც შეუთხელდათ და რეიტინგებიც, მაგრამ „უფროსი ძმა“ დაუნდობელია და თავის „საჯარიმო ბატალიონში“ ჩადებული ინვესტიციის ბოლომდე გამომუშავებას ითხოვს. ამჟამად, დღე არ გადის ახალ-ახალი შემოგდებული კანონპროექტის რეგისტრაციით რომ არ გადაფარონ ქართული საზოგადოების უმრავლესობის მყარი ნება: გამოააშკარაოს შავი ფულის უკონტროლო ზეიმი საკუთარ სამშობლოში, დაიცვას არასრულწლოვანთა მომავალი და ჩვენი ოჯახური ტრადიციები.

არა რუსულ „штрафбат“-ებს ქართულ პოლიტიკაში – კი გინდა დაიყვირო, მაგრამ აზრი? თუ ადამიანმა მყარად მოირგო უსამშობლოთა „საჯარიმო ბატალიონში“ მსახური და აირჩია მორიგ ნაღმზე არა გმირული, არამედ შნირული თვითაფეთქება, გავეცალოთ მაინც, რომ ნამსხვრევებმა არ დაგვაზიანონ. თუმცა ქრისტიანული კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, მაინც გინდა რომ მიმართო: რათა? რათა?“, – წერს დავით ქართველიშვილი.