ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას – უტოპიურია ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება -გიორგი ვაშაძე

15
spot_img

უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის, – ასე ეხმაურება „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე “გირჩსა” და “ქართულ ოცნებას” შორის მიღწეულ შეთანხმებას.

„ვეწინააღმდეგები ქალების კვოტების გაუქმებას. უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის ბევრ წარმატებულ ქვეყანაში ეს გზა გაიარეს თანასწორობის, ქალების ჩართულობისა და დემოკრატიის უფრო მეტად განვითარებისთვის.

აქვე ვიტყვი, მაშინ, როდესაც ქალბატონები ტოვებენ შვილებს და ოჯახებს სამუშაო ადგილების არქონის და მაღალი ფასების გამო, უტოპიურია ასეთი რეალური პრობლემისთვის გვერდის ავლის მცდელობა და ხელოვნურად შექმნილი თემების დღის წესრიგში დაყენება“, – განაცხადა ვაშაძემ.

უმრავლესობა საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას მხარს დაუჭერს, „გირჩი“ კი, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას „პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხს პირადი თემებისთვის არ გამოიყენებს“.