სტრასბურგის სასამართლო აღიარებს ქართული სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენებს, მათ შორის პოლიტიკურად აღქმულ საკითხებზე. ეს მიუთითებს იმას, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ და ეს კონკრეტული ნაბიჯები აისახება შესაბამის რეიტინგებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„წარმოუდგენელია, სასამართლო სისტემაში არსებობდეს კორუფცია და სტრასბურგის სასამართლოში ყველა პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხად აღქმულ საქმეზე სტრასბურგის სასამართლო ეთანხმებოდეს ქართული მართლმსაჯულების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ 2012 წლიდან მოყოლებული განვახორციელეთ სწორი რეფორმები და ამ რეფორმებმა მოიტანა ის შედეგი, რომ ჩვენს საზოგადოებას დღეს აქვს ნდობა სასამართლოს მიმართ, სტრასბურგის სასამართლო აღიარებს ქართული სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენებს, მათ შორის პოლიტიკურად აღქმულ საკითხებზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ და ეს კონკრეტული ნაბიჯები აისახება შესაბამის რეიტინგებში“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ კვლევის მიხედვით, სასამართლოს კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში 38-ე ადგილზე გავიდა.