მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო -“როიტერსი”

123
spot_img

 მოსკოვის “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.-ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ წერს.

როგორც სააგენტო აღნიშნავს,   ინფორმაცია “ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ “ტელეგრამის არხზე” გაავრცელა.

ამასთან, როგორც BBC- ი წერს, ინფორმაცია დამოუკიდებლად არ არის გადამოწმებული.  BBC-ის კორესპონდენტი გორდონ კორერა აღნიშნავს, რომ ჯგუფმა წარსულში აიღო პასუხისმგებლობა ისეთ თავდასხმებზე, რომლებთანაც მას საერთო არაფერი ჰქონდა.

ცნობითვის, 7 მარტს რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) განაცხადა, რომ აღკვეთა თავდასხმა მოსკოვში სინაგოგაზე, რომელსაც “ისლამური სახელმწიფოს” დანაყოფი გეგმავდა. რუსეთის “ეფესბე”-მ განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა გახსნეს ცეცხლი დაკავების მცდელობის დროს და ისინი “განეიტრალდნენ საპასუხო ცეცხლით”.

შეგახსენებთ,მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ბოლო მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 60-ს გადააჭარბა, ჰოსპიტალიზებულია 115 ადამიანი.