ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები ივნისში დაიწყება -პრემიერი

25
spot_img

ანაკლიის პორტზე გეგმა არის უკიდურესად კონკრეტული, მაისში დასრულდება პროცედურები, რაც ტენდერთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ივნისში დაიწყება უკვე სამუშაოები.

„დაახლოებით ორი წელი დასჭირდება პირველ, ძირითად  ფაზას. რაც შეეხება პირველ გემს და ა.შ. მთავარია ჩვენთვის, პირველი ფაზა ორ წელიწადში წარმატებით დასრულდეს. ამაზე არის მთლიანად კონცენტრირებული ჩვენი მუშაობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.