11 აპრილს, ახალ თეატრში, Touch Plarform-ის ორგანიზებით, საქართველოში პირველ საერთაშორისო დიზაინ ფესტივალს Touch RGB-ს ჩაეყრება საფუძველი.
Touch RGB წელს 10 საერთაშორისო ვარსკვლავურ ლაინაფს წარმოგვიდგენს, მათ შორის არიან:
- Pablo Stainley – MUSHO-ს დამფუძნებელი,
- Jonas Lempa – Awwwards-ის ჟიურის პრეზიდენტი და Tekonauten-ის დამფუძნებელი
- Fonz Morris – Nefflix, პროდუქტის წამყვანი დიზაინერი
- Ferdi Alici – OUCHHH – დამფუძნებელი
- DINES® – Studio BLUP – დამფუძნებელი
- Cleber De Campos – Pentagram – კრეატიული დირექტორი
- Alon Chitayat – Animation Studio – დამფუძნებელი
- Vasjen Katro – Baugasm – დამფუძნებელი
- Perdo Messias – OMSE-ის დამფუძნებელი/კრეატიული დირექტორი
- Sofia Papadopoulou – არტ დირექტორი/გრაფიკული დიზაინერი, Awwward-ის ჟიურის წევრი
- Jimmy Elias – SJE-ის დამფუძნებელი, UX ტრენერი
Touch RGB-ში ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და სხვა აქტივობები.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითი ტური, რომელიც 12-14 აპრილს გაიმართება. 3 დღის განმავლობაში UI/UX თემატიკაზე ვორქშოფები მოეწყობა.