ოპოზიცია გვთავაზობს, უცხოელმა ძალებმა მოსამართლეები საელჩოების მეშვეობით დაგვინიშნონ, ეს არის მტკიცებულება, რომ უნდათ, ქვეყანა მათი პატრონების კოლონია იყოს, რაც გამორიცხულია-გურამ მაჭარაშვილი

29
spot_img

გასაგებია, რომ არასამთავრობო სექტორის დიდ ნაწილს და რადიკალურ ოპოზიციას კოლონიალური აზროვნება აქვთ, რადგან საიდანაც ფულს უხდიან, იმათ ემორჩილებიან თავიდან ბოლომდე. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სუვერენიტეტს, მთავარია, იქიდან განცხადებები იყოს და მათმცა თავიანთი პატრონების დავალება შეასრულონ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „სუვერენულ ქვეყანაზე როდესაც ვსაუბრობთ და ოპოზიცია გვთავაზობს, მოსამართლეები უცხოელმა ძალებმა საელჩოების მეშვეობით დაგვინიშნონ, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ უნდათ, საქართველო იყოს მათი პატრონების კოლონია და ეს არის გამორიცხული“.

„ამას არა მხოლოდ ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები, არმედ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არასწორად მიიჩნევს. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, მაგრამ, სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა და უცხოურმა ფულმა ქართულ პოლიტიკაში ბევრ ადამიანს გაუჩინა ის განცდა, რომ მთავარია, იყოს უცხოური ძალების დავალება და ის აღარ ექვემდებარება არანაირ გადამოწმებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.