ლოგიკურია, რომ კეზერაშვილს არც აქამდე უნდა ჰქონოდა ამერიკაში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, თუმცა კარგია როცა წერტილი დაესმება კრიმინალების გადაადგილების შესაძლებლობას, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს შვეიცარიაში განუცხადა.
„პარადოქსია, რომ კეზერაშვილი უჩივის ამერიკას, ადამიანი, რომელიც ასოცირდება თაღლითობასთან და მხილებულია ევროპის მასშტაბით კონკრეტულ, სავარაუდო დანაშაულებში“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
აშშ-მა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.