რადგან არახამია პერიოდულად გვახსენებს თავის ქართულ წარმომავლობას – ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო იქაურ ციხეებში საქართველოს მოქალაქეთა ბედით, „ვივამედში” უკრაინის მოქალაქის „პატიმრობასთან” შედარების მოყვანის მიზნით, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნა, მათ შორის, არახამიასნაირთა პოლიტიკაში ყოფნის დამსახურებაა.
„ბუზების კატლეტისაგან გარჩევა საქართველოს არასდროს შეშლია – არც უკრაინის და არც აგრესორი რუსეთის მიმართ, სადაც თითოეული ჩვენი „რუსეთუმეობა“ მხოლოდ ქვეყნის სრულ (!) დეოკუპაციაზე გადის. ასევე, არაფერი შეგვშლია უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის კუთხით, გნებავთ უკრაინაში და გნებავთ – საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე.
„არახამიასებრი” ჭკუის დამრიგებლების ადგილას, სააკაშვილის გათავისუფლების აკვიატებული მოწოდების მაგივრად, თუნდაც იმ ექვსი უკრაინის მოქალაქის ბედით დავინტერესდებოდი, რომლებსაც ქართველი მესაზღვრეები და მოხალისეები „დარიალის” გამშვებ პუნქტზე თვეებია საკვებით და სიგარეტით ამარაგებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ „არახამიასებრი” საკონსულო თბილისში არ ახდენს საკუთარი, უსაბუთოდ დარჩენილი მოქალაქეების ელემენტარულ იდენტიფიცირებას.
სანამ სააკაშვილის ბედზე გაგვიბედავდნენ ხმამაღლა საუბარს, „არახამიასებრთა” ყურადღებას მივაქცევდი „ემნესთი ინთერნეიშენელზის” უკანასკნელი ანგარიშების მიმართ, სადაც ნათლადაა აღწერილი უკრაინის ციხეებში არსებული მდგომარეობა. და რადგან არახამია პერიოდულად გვახსენებს თავის ქართულ წარმომავლობას – ერთხელ მაინც დაინტერესებულიყო იქაურ ციხეებში საქართველოს მოქალაქეთა ბედით, „ვივამედში” უკრაინის მოქალაქის „პატიმრობასთან” შედარების მოყვანის მიზნით.
უკრაინა დღეს მართლა უმძიმეს ვითარებაშია, მაგრამ რუსეთის აგრესიასთან ერთად ამაში ლომის წილი „არახამიასებრთა” ხელისუფლებაში ყოფნას მიუძღვის…“, – წერს დავით ქართველიშვილი.