მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებაში უცხოელთა მონაწილეობა არ მგონია მიზანშეწონილი იყოს – ეს არის სუვერენიტეტის საკითხი, ნამდვილად შეგვწევს საქართველოში იმის უნარი, რომ მოსამართლეთა კორპუსი დავაკომპლექტოთ , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ე.წ. “ვეტინგის” სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ე.წ. ვეტინგი არ არის უპირობო მოთხოვნა, არამედ ეს არის რეკომენდაცია, თუმცა დიალოგის დროს როგორც მათ, ასევე, ქართულ მხარეს შეიძლება საკუთარი არგუმენტები ჰქონდეს.
“ეს არ არის უპირობო მოთხოვნა, ეს შეიძლება განვიხილოთ რეკომენდაციად და მათ შორის, ევროკავშირთან დიალოგი არის დიალოგი, ეს არის ორმხრივი და არა ცალმხრივი. შესაბამისად, შეიძლება მათ ჰქონდეთ თავის არგუმენტები, ქართულ მხარეს – თავისი.
რაც შეეხება მოსამართლეთა კორპუსის დაკომპლექტებაში უცხოელთა მონაწილეობას, არ მგონია, ეს მიზანშეწონილი იყოს, რადგან ნამდვილად ეს არის სუვერენიტეტის საკითხი და ნამდვილად შეგვწევს საქართველოში იმის უნარი, რომ მოსამართლეთა კორპუსი დავაკომპლექტოთ”, – განაცხადა ბრეგაძემ.