მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა

593
spot_img

მგზავრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, ავიაკომპანია “ვიზეარის” მემინგენი-ქუთაისის რეისი რუმინეთში ავარიულად დაეშვა – ინფორმაციას გამოცემა “ნეტგაზეთი” მგზავრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროს თქმით, დაპირისპირება ქართველ და რუს მგზავრებს შორის მოხდა, რა დროსაც, რუსეთის მოქალაქემ ფიზიკური დაზიანებები მიიღო.

გავრცელებული ცნობით, ბორტზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსეთის მოქალაქე გოგოს ავიწროებდა და კონფლიქტის დაწყების მიზეზი სწორედ ეს გახდა.

“ჩემი მეგობარი მგზავრობს აღნიშნული რეისით, როგორც მითხრა, რუსი იყო მთვრალი, რომელიც იგინებოდა და მანდვე მჯდომ გოგოს ავიწროებდა, ქართველი გამოესარჩლა და ტელეფონით გაუხეთქა შუბლი. ჩხუბისა და ალიაქოთის გამო, დროებით ავარიულად დაეშვა რუმინეთში თვითმფრინავი, ქართველები და რუსიც ჩაიყვანეს”, – აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.

თვითმფრინავი სწორედ ამის გამო, სასწრაფოდ, რუმინეთში დაეშვა. დაშვების შემდეგ მხარეები ბორტიდან პოლიციის თანხლებით ჩაიყვანეს.