Wizz Air მსოფლიოს 26 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, მარშრუტებს ამცირებს

92
spot_img

Wizz Air მსოფლიოს 26 ქვეყანაში მარშრუტების ქსელს ამცირებს, მათ შორისაა საქართველო. მიმდინარე წლის პირველი კვარტალის ბოლოდან შეზღუდვა შეეხება გდანსკი – ქუთაისის და რომი – ქუთაისის რეისებს. Wizz Air-ის მარშრუტების ქსელის შემცირებაზე Lowcostavia წერს. გამოცემა წერს, რომ ქუთაისი – რომის რეისზე, რომის აეროპორტს ჩიმპინოს აეროპორტი ჩაანაცვლებს.

კომპანია მარშრუტების გაუქმებას Airbus-ის თვითმფრინავებში დაყენებული Pratt & Whitney-ის ძრავების მომსახურების სირთულეებით ხსნით. Wizz Air-მა ამ პრობლემის შესახებ თავის ფინანსურ ანგარიშშიც ისაუბრა – როგორც ჩანს, გადამზიდავი იძულებული იქნება 2024 წლის პირველი კვარტლის ბოლოსთვის მინიმუმ 45 თვითმფრინავი გააჩეროს, რაც მისი ამჟამინდელი ფლოტის თითქმის 1/5-ია.

მარშრუტების გაუქმება მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შეეხება, მათ შორის: სერბეთს, იტალიას, საბერძნეთს, რუმინეთს, არაბთა გაერთიანებული საამიროებს, საფრანგეთს, ეგვიპტეს, ისრაელს, გერმანიას, ესპანეთს, პორტუგალიას, ნორვეგიას, დანიას, საუდის არაბეთს, დიდ ბრიტანეთს, ლიტვას, კვიპროსს, ლუქსემბურგს, მალტას, პოლონეთს, საქართველოს, იორდანიას, ალბანეთს, ავსტრიას, ლატვიასა და ისლანდიას.

გაუქმებული მარშრუტების სია:

ბელგრადი

ბელგრადი – რომი ფიუმიჩინო (შეცვალა რომი ჩამპინომ)

ბელგრადი – ზაქინთოსი

ბუქარესტი

ბუქარესტი – ედინბურგი

კატანია

კატანია – განა

კატანია – ჰერაკლიონი

კატანია – მილან მალპენსა

კატანია – მიკონოსი

კატანია – პარიზ ბოვე

კატანია – შარმ ელ-შეიხი

კატანია – თელ-ავივი

კატანია – ტირა

კლუჟ-ნაპოკა

კლუჟ-ნაპოკა – ანტალია (დაგეგმილი ახალი მარშრუტი გაუქმებულია)

კლუჟ-ნაპოკა – ლიონი

კლუჟ-ნაპოკა – მალტა

კლუჟ-ნაპოკა – ვენეცია ტრევიზო

კრაიოვა

კრაიოვა – ბარსელონა

კრაჯოვა – კიოლნი

კრაევა – დორტმუნდი

კრაევა – მადრიდი

კრაიოვა – პარიზ ბოვე

კრაევა – რომი ფიუმიჩინო (შეცვალა რომი ჩამპინომ)

დორტმუნდი

დორტმუნდი – ნისი

დორტმუნდი – ოლშტინ-მაზური

დორტმუნდი – ტირგუ მურესი

გდანსკი

გდანსკი — ქუთაისი

კატოვიცე

კატოვიცე – ბრისტოლი

კატოვიცე – რომი ჩამპინო (შეცვალა რომი ფიუმიჩინომ)

კაუნასი

კაუნასი – ალესუნდი

კაუნასი – ბერგენი

კაუნასი – სტავანგერი

ლარნაკი

ლარნაკა – კოპენჰაგენი

ლარნაკა – დამამი

ლარნაკა – რიადი

ლონდონი

ლონდონი ლუტონი – ჰურგადა

ლონდონი ლუტონი – ლუბლიანა

მემინგენი

მემინგენი – ტირგუ მურესი

მილანი

მილანი მალპენსა – კომისო (დაგეგმილი ახალი მარშრუტი გაუქმებულია)

მილან მალპენსა – მარსა ალამი

მილან მალპენსა – პორტო

მიკონოსი

მიკონოსი – თელ-ავივი

ნეაპოლი

ნეაპოლი – შარმ ელ-შეიხი

ნეაპოლი – სკიათოსი

ნეაპოლი – თელ-ავივი

რომი

რომი ფიუმიჩინო – კოპენჰაგენი (დაგეგმილი ახალი მარშრუტი გაუქმებულია)

რომი ფიუმიჩინო – ჰურგადა

რომი ფიუმიჩინო – ქუთაისი (ჩაანაცვლებს რომს ჩიმპინო)

რომი ფიუმიჩინო – ქუვეითი

რომი ფიუმიჩინო – ლუქსემბურგი

სკოპიე

სკოპიე – ლუქსემბურგი

სოფია

სოფია — სტოკჰოლმ სკავსტა

ტიმიშოარა

ტიმიშოარა – გან

ტიმიშოარა – რომი ჩამპინო (ანაცვლებს რომს ფიუმიჩინო)

ტირანა

ტირანა – კომისო

ტირანა – ლამეზია ტერმე

ვარნა

ვარნა – კიოლნი

ვარნა – ლარნაკა

ვარნა – თელ-ავივი

ვენეცია

ვენეცია მარკო პოლო – ამანი

ვენეცია მარკო პოლო – პალმა დე მაიორკა

ვენეცია მარკო პოლო – თელ-ავივი

ვენეცია მარკო პოლო – ტირა

ვერონა

ვერონა – კატანია

ვენა

ვენა – დუბროვნიკი

ვენა – ქუვეითი

ვენა – ნისი

ვილნიუსი

ვილნიუსი – ნიცა

ვილნიუსი – რეიკიავიკი კეპლავიკი

ვილნიუსი – რომი (რომს ანაცვლებს ჩიმპინო).